ჯილდოს მისაღებად ილია მეორე დელეგაციასთან ერთად მოსკოვში 20 იანვარს გაემგზავრა. აღნიშნულ პრემიას რუსეთის

მართლმადიდებელი ეკლესიის “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდი” ყოველწლიურად გასცემს 5 ადამიანზე. დაჯილდოვების ცერემონიას წელს პატრიარქმა კირილმა უხელმძღვანელა.
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი რუსეთში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. 23 იანვარს დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
