ახალი ამბები

ISIS-ის განცხადებით, პარიზში თავდასხმა მათმა მებრძოლმა მოაწყო

21 აპრილი, 2017 •
ISIS-ის განცხადებით, პარიზში თავდასხმა მათმა მებრძოლმა მოაწყო

“ისლამურმა სახელმწიფომ” გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, მათმა წარმომადგენელმა ესროლა პარიზში პოლიციელებს – ამის შესახებ CNN წერს.

გუშინ, 20 აპრილს, პარიზში, შანზ-ელიზეზე პირმა ორი პოლიციელი დაჭრა, ერთი კი – მოკლა. ორმხრივი სროლისას თავდამსხმელიც მოკლეს.

ISIS-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, თავდასხმა მათმა მებრძოლმა მოაწყო. CNN-ის ცნობითვე, ამ განცხადებაში თავდამსხმელი “ბელგიელად” არის მოხსენიებული.

“კაცი, რომლელმაც შანზ-ელიზეზე პოლიციელი მოკლა, საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებისთვის ცნობილი იყო რადიკალური ისლამისტური მოქმედებებით. წარსულში მან ოფიცერი დაჭრა,”- ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

BBC-ის ცნობით, თავდამსხმელი პოლიციას იდენტიფიცირფებული ჰყავს იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მანქანაში დარჩა, თუმცა მის სახელს ჯერჯერობით არ ასახელებენ.

პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ეს ტერორისტული თავდასხმა იყო. მანვე განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურებს ხალხის სრული მხარდაჭერა აქვთ და დაღუპულ პოლიციელს პატივს მიაგებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი