ახალი ამბები

განათლების მინისტრის მოადგილე ვანელ პედაგოგებს შეხვდა

21 იანვარი, 2013 •
განათლების მინისტრის მოადგილე ვანელ პედაგოგებს შეხვდა

 შეხვედრაზე ალუდა გოგლჩიძეს ადგილობრივებისგან გაეცნო ვანში საგანმანათლებლო კუთხით არსებულ ვითარებას, თავად კი ის სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო, რაც განათლების სამინისტროში ხორციელდება. მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს ახალი სკოლის გახსნის შესახებაც აუწყა. 

 

“მიქელეფონის საჯარო სკოლა ადრე შეუერთდა ტობანიერის სკოლას, რის გამოც მოსწავლეებს მეორე სოფელში ფეხით უწევდათ სიარული. ამ სკოლის აღდგენა საზოგადოების აქტიურობამ გამოიწვია”, – განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

 

მან ასევე ისაუბრა სამინისტროში დეპოლიტიზაციის პროცესზე, სასკოლო ბიბლიოთეკებზე, სამეურვეო საბჭოებსა და საატეტსტატო გამოცდებზე. მისი თქმით, განათლების რეფორმის მთავარი მიზანი სწავლის ხარისხის ამაღლებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი