ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი ერგნეთის მსგავსი ბაზრობის გახსნას უარყოფს

21 იანვარი, 2013 •
პაატა ზაქარეიშვილი ერგნეთის მსგავსი ბაზრობის გახსნას უარყოფს

მინისტრმა განაცხადა, რომ მისი სამინისტრო არანაირად არ განიხილავს ერგნეთის ბაზრობის მსგავსი ბაზრობის გახსნას ახალგორში და მან უარყო ამის შესახებ გავრცელებული ხმები.

ახალგორში ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზეთმა “რეზონანსმა” გამოაქვეყნა:

“ახალგორში, დე ფაქტო საზღვართან ახლოს, ადგილობრივების თქმით, შესაძლებელია დიდი სავაჭრო ობიექტი გაიხსნას, რომელმაც, მათივე იონფორმაციით, ერგნეთის ბაზარი უნდა ჩაანაცვლოს. ოფიციალური პირები ამის შესახებ არ საუბრობენ”, – ნათქვამია რეზონანსის მასალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი