ახალი ამბები

ჩახუტების საერთაშორისო დღეს თბილისში აღნიშნავენ

21 იანვარი, 2013 •
ჩახუტების საერთაშორისო დღეს თბილისში აღნიშნავენ

მსვლელობა დაიწყება 15:00 საათზე თბილისში, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

 

ორგანიზატორები ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს სთოვენ, თან იქონიონ პლაკატები წარწერებით: ჩამეხუტე, შეიძლება ჩაგეხუტო, უფასო ჩახუტება და სხვა. 

 

ჩახუტების ნაციონალური დღე პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს აღინიშნა. დღის დამაარსებელი კევინ ზაბორნია, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც უწოდებენ. მოგვიანებით ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა და მას ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი