“სამართალდამცველებმა ბინიდან ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა“ და ნარკოტიკული ნივთიერების დამზადებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული გამომშრალი „მარიხუანას“ წონა 0,853 გრამია, ნედლის კი – 81,92 გრამი. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული „მარიხუანას“ მომხმარებელია”– ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცადებით, დაკავებული წარსულში ქურდობისათვის არის ნასამართლევი. გამოძიებას გლდანი-ნაძალადევის პოლიციისსამმართველოს მე-5 განყოფილება, სსსკ–ის 265–ე მუხლის I ნაწილით აწარმოებს.