ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატიები” საკონსტიტუციო კომისიას ტოვებენ

20 აპრილი, 2017 • 3636
“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატიები” საკონსტიტუციო კომისიას ტოვებენ

საკონსტიტუციო კომისიას კიდევ ორი პარტია ტოვებს – “ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები”.

“თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, პარტიები კომისიის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს, 20 აპრილს, 13:00 საათზე გააკეთებენ.

19 აპრილს საკონსტიტუციო კომისიისთვის პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადების შესახებ განცხადება 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭომ გააკეთა. ნაციონალურმა მოძრაობამ კი კომისია 13 აპრილს დატოვა.

ძირითადი უთანხმოება, რაც ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით აქვს, არის მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული სარჩევნო მოდელი, რომლის თანახმადაც, იკრძალება ბლოკები, 5%-იანი ბარიერი უცვლელი რჩება და ყველა გაუნაწილებელ მანდატს გამარჯვებული პარტია წაიღებს.  გარდა ამისა, პარტიები არ ეთანხმებიან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევვის წესს და მისი უფლებამოსილებების შემცირებას.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი