ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

13 აპრილი, 2017 •
ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. განცხადება ამის შესახებ რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია ძალაუფლების სრული უზურპაცია, რაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებაში, მისი უფლებამოსილების შემცირებაში და მმართველი გუნდის ინტერესებს მორგებული წინასაარჩევნო წესების შემოღებაში გამოიხატება. ენმ კი არ აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას და საკონსტიტუციო კომისიის დატოვების გდაწყვეტილება მიიღო:

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ისევე როგორც კომისიის სხვა წევრები, მაქსიმალურად ვეცადეთ საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო და ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებები მაღალი პოლიტიკური თანხმობის საფუძველზე განხორიცლებულიყო, რაც ქვეყანაში სტაბილურობის წინაპირობას შექმნიდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებს და ის ამ კომისიის მუშაობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად განიხილავს. ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს იმედს, საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის ვენეციის კომისია, ყურადღებას მიაპყრობს მიმდინარე პროცესებს“ – განაცხადა რომან გოცირიძემ

საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი შეიძლება სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გმაოუცხადონ. ევროპული საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო კომისიას უახლოეს მომავალში პროტესტის ნიშნად დატოვებენ, თუ მათ ხედვებს პრეზიდენტისა და პარლამენტის ფუნქციებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ამის შესახებ დღეს, 13 აპრილს განაცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი