ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი მიტროპოლიტ დიმიტრის შეხვდა

19 აპრილი, 2017 • 4921
პრემიერ-მინისტრი მიტროპოლიტ დიმიტრის შეხვდა

19 აპრილს, ღამის 11 საათზე, დასრულდა შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აჭარის მთავრობის თამვმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის.

გიორგი კვირიკაშვილმა რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. იგი და ზურაბ პატარაძე მიტროპოლიტმა რეზიდენციის კარამდე მიაცილა.

რა თემაზე შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და მიტროპოლიტ დიმიტრის შორის? აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პრემიერ-მინისტრი დღეს აჭარაში იყო და სხვა შეხვედრებთან ერთად ეს შეხვედრაც წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულად რა იყო შეხვედრის მიზანი, პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი