“სამწუხაროდ, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, 2006 წლის 27 იანვარს საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა სხვა ჩანაწერიც (მუხლი 70.9.), რომლის თანახმადაც მოქმედ პრეზიდენტს ვადა 2013 წლის ოქტომბერში ეწურება. კონსტიტუციაში ამგვარი კოლიზიის არსებობა მრავალ პოლიტიკურ და სამართლებრივ უხერხულობას წარმოშობს. თავის დროზე „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის და კენჭისყრისას საპრეზიდენტო ვადით მანიპულირების საკითხს აქტიუად ვეწინააღმდეგებოდით”– ნათქვამია განცხადებაში.
“ახალი მემარჯვენეები” თვლიან, რომ 2013 წლის 20 იანვრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, დელეგიტიმირებული იქნება და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ახალი და ძველი ხელისუფლების თანაცხოვრების თვალსაზრისით კიდევ უფრო რთული გახდება.
“იმის მოლოდინი, რომ ლეგიტიმაციას მოკლებული პრეზიდენტი და ახალი მმართველი ძალა საზოგადოებას 2013 წლის ოქტომბრამდე თანაცხოვრების ისეთ ურთიერთკომპრომისულ მოდელს შესთავაზებენ, რომლითაც საზოგადოების ინტერესი იქნება დაცული, არავის აქვს. ვინაიდან კონსტიტუციაში არსებული კოლიზიის სამართლებრივი გადაწყვეტის გზა ნათლად არ ჩანს; ვინაიდან 20 იანვრის შემდეგ რთული პოლიტიკური მოვლენების განვითარების დიდი ალბათობა არსებობს, შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე ადეკვატური და ნორმალური გამოსავალი თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება იქნებოდა”.– ნათქვამია განცხადებაში.