ახალი ამბები

სად იყო გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის განხილვისას?

18 იანვარი, 2013 •
სად იყო გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის განხილვისას?

” რა გითხრათ აბა? ვიყავი სხვა საქმეზე, შეხვედრა მქონდა ამომრჩევლებთან, ეგ არი,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იყო თუ არა ეს შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკონსტუტიციო ცვლილებების განხილვა, პასუხობს:

“მე ვთვლი რომ იქ სადაც ვიყავი,  იქუფრო მნიშვნელოვანი იყო”.

შგახსენებთ, რომ  გუშინდელი შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის არგუმენტად მთავრობასთან და დიპლომატიურ კორპუსთან კოორდინაცია და ხარჯების დიდი რაოდენობა დაასახელეს. აღნიშნულის საპირისპიროდ უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ მთავრობაც და დიპლომატიური კორპუსიც ქუთაისში უნდა გადმოვიდეს. დამსწრეების უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” არგუმენტებს იზიარებდა და მოითხოვდა, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი