სამინისტრო 48 რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს შეარჩევს კონკურსის საფუძველზე, მათ შორისაა, თბილისის რამდენიმე რაიონის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, მცხეთის და სხვა მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრები.
რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 1 030 ლარს.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე გადაირჩევა აპლიკანტების განცხადებები, მეორე ეტაპზე გაიმართება ტესტირება, ხოლო საბოლოოდ კანდიდატები გასაუბრების გზით შეირჩევიან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge დღეიდან, ანუ 18 იანვრიდან, 5 თებერვლის ჩათვლით.
ტესტირების თარიღი და ადგილი გამოქვეყნდება 7 თებერვლიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე.
კონკურსანტისთვის სავალდებულო მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება; განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება- არანაკლებ 2 წელი; სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Windows Office: Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ასაკი: 21 წლიდან – საპენსიო ასაკამდე; კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვის უნარი, მუშაობა ჯგუფში და ჯგუფთან; საქმიანი ურითიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი.