როგორც ინციდენტის მონაწილე ნინო შიუკაშვილი ამბობს, მან მოხუც ქალბატონს  “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის  სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ჩანთა დაარტყა:

“იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალებს” სიტყვიერი და უნდოდა ფიზიკური”.

 

ინციდენტი ამით არ ამოწურულა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს შიუკაშვილს შეურაცხყოფა ინციდენტის მონაწილე მეორე ქალბატონმა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში, სასტუმრო “ბაგრატის” შენობაში საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობდა. საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება; ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *