საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება; ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.

 

ადგილზე უკვე იმყოფებიან პარლამენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. 

 

“მე არაერთგზის მისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით და ყოველთვის დამიფიქსირებია ერთი და იგივე, რომ მნიშვნელოვანი კი არაა, უმნიშვნელოვანესია პირადად ჩემთვის, როგორც ქუთაისელისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის იმიტომ, რომ ამ საკონსტუტიციო ცვლილების პირობაში მე ყოველგვარი უტრირების გარეშე ვამბობ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი გაიწირება უმოქმედობისთვის და კვდომის შეუქცევადი პროცესისთვის,” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

 

ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია დგას სასტუმროს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის თქმით, სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად პოლიციელები ადგილზე არიან მობილიზებული:

 
“იმისთვის, რომ აქ არ ყოფილიყო ზედმეტი ადამიანები, რომლებიც შეიძლება პროტესტის გამოსახატავად მოსულიყვნენ, ნუ, ზოგს ცოცხით მოსვლა მოუნდებოდა, ზოგს კვერცხით და ასე შემდეგ, აი, ეს რომ ყოფილიყო აქ დაცული, წესრიგი რომ ყოფილიყო დაცული, ჩვენ ვთხოვეთ სამხარეო პოლიციის უფროსს და როგორც ხედავთ, მთელი იმერეთის პოლიციაა მობილიზებული. მაგრამ ახლა ამაზე შეიძლება გვითხრან, რატომო. აგერ, ბატონო, წესრიგია სრული და შეიძლება მუშაობა ჩატარდეს ნორმალურ ვითარებაში.” 
 
 
შეგახსენებთ, რომ საკონსტუტიციო განხილვა უკვე გაიმართა ზუგდიდში, სადაც მოქალაქეებმა აკაკი ბობოხიძის ავტომობილს კვერცხი ესროლეს. განხილვა, ქუთაისის გარდა, თბილისში (22 იანვარი), ოზურგეთში (23 იანვარი), ბათუმში (23 იანვარი), გორში (24 იანვარი), რუსთავში (25 იანვარი), თელავსა (25 იანვარი) და ახალციხეში (26 იანვარი) გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *