ახალი ამბები

დავით კირვალიძე გერმანიაში გაემგზავრა

17 იანვარი, 2013 • • 1119
დავით კირვალიძე გერმანიაში გაემგზავრა

სოფლის მეურნეობის სამნისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2013 წლის 18 იანვარს იგეგმება ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ჰოლანდიის, უნგრეთის, ლიტვისა და ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან.

დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე

ვიზიტის ფარგლებში, დავით კირვალიძე მონაწილეობას მიიღებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული“, რომელიც 18 იანვარს ბერლინში იხსნება.19 იანვარს ბერლინში მინისტერიალი გაიმართება.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის (GIZ) მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიები: „ქინძმარაული“, „ტიბაანელი“, „ბადაგონი“, „შატო მუხრანი“, „ელკანა“, „მილდიანი“, „შუხმანი“, GWS, “არომა პროდუქტი“.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი