კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, გურჯაანის რაიონის სოფ. ახაშენში მცხოვრები დააკავეს.
როგორც შსს განმარტავს, 2013 წლის 16 იანვარს გურჯაანი-ყვარელის საავტომობილო გზაზე დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბარგულიდან „აკს”-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 129 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აღიძრა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას გურჯაანის პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს