“თუ პარლანეტი ქუთაისში არ იქნება, ქუთაისში არ იქნება წყალტუბოს დიდი ტურისტული კომპლექსი. არ იქნება პარლამენტი ქუთაისში, ქუთაისი ვერ იქცევა აეროპორტის საერთაშორისო ბაზად. თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, არ იქნება უამრავი ტურისტული ობიექტი და ათიათასობით სამუშაო ადგილი – ქუთაისის აეროპორტი ვერ განვითარდება, რომელიც გვსურდა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ევროპის უდიდესი აეროპორტი ყოფილიყო. ისინი ამბობენ, “ჩვენ ვბრუნდებით სახლშიო”. საქართველოს მმართველების სახლი მხოლოდ თბილისის ერთი კვარტალი შეიძლება იყოს? თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, ქუთაისი იქნება მკვდარი ქალაქი. მკვდარი ქუთაისი კი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს.”
დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილი “სოციალ- დემოკრატებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ ილია ჭავჭავაძე მოკლეს:
“სოციალ- დემოკრატები ეუბნებიან, რომ კრედიტები არაფერი არ უნდა გადაახდევინო, ყველას ყველაფერი უფასოდ. რა მუშაობა გლეხებს კაცო? ილიას უნდა წაართვა, ილია არის ექსპლუატატორი და სისხლის მსმელი და უნდა დაურიგო გლეხებს, ყველას ყველაფერი ექნება უფასოდ. მათ მოკლეს ილია ჭავჭავაძე.”
პრეზიდენტმა რუსეთის საკითხზეც ისაუბრა:
“რუსეთთან თვალის პაჭუნით არაფერი არ გამოდის, მე მქონდა ეს ილუზია და მე ამ ილუზიისგან გავთავისუფლდი ექვს თვეში ჩემი პრეზიდენტობის ვადის. შევარდნაძეს ჰქონდა ეს ილუზია რამდენიმე წელიწადი, მე მგონი, ბოლომდე გაყვა.”
დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ პრეზიდენტისთვის კითხვები დაესვათ.
