11 იანვარს ნინოწმინდის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების  შედეგად ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხანჩალში  საბრძოლო მასალის  შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 


როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა სოფელ ხანჩალში დაკავებული ვარსოს ჩ.-ს საცხოვრებელ სახლთან მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას არარეგისტრირებული პისტოლეტი “KG-52″ – ე.წ. „რაკეტნიცა” და საზენიტო დანიშნულების 216 ვაზნა ამოიღეს.


“დაკავებული ჰამლეტ ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი – უკანონოდ შენახული 3005 მსხვილკალიბრიანი შაშხანის და 37 ცალი საზენიტო დანიშნულების ვაზნა ამოიღეს.”

 

ორივე ფაქტზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის რაიონული პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *