ახალი ამბები

მინისტრების თქმით, თანამშრომლებმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს

15 იანვარი, 2013 •
მინისტრების თქმით, თანამშრომლებმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს

“თანამშრომლების გარკვეულმა რაოდენობამ სამსახური საკუთარ პატაკის საფუძველზე დატოვა. მე დავამტკიცე სამსახურში მიღების ახალი წესი. ჩვენ დავამტკიცეთ გასაუბრების ახალი პროგრამა და გადამზადების ახალი კურსი, მიუხედევად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისა ამ ფაქტის მიმართ. ჩვენს უწყებაში რეფორმები დაიწყო და მათ აუცილებლად განვახორციელებთ, იმ დონეზე, რა დონეზეც არის საჭირო.”

თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი თქმით, სამინისტრო ამ დროისათვის მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა დატოვა. ორმა პირადი განცხადების, ხოლო ორმა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი