საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ტელედებატები 22 იანვარს ტელეკომპანია” რუსთავი-2″-ის ეთერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია “ქართული ოცნების” ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 იანვარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ტელედებატებში ფინანსთა მინისტრთან.
“სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ტელედებატებში ფინანსთა მინისტრთან ჩემ მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ საკითხებთან (საბიუჯეტო კრიზისი) და სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.”
აღნიშნული განცხადებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გამოეხმაურა და ყოფილ შს მინისტრთან ტელედებატებში მონაწილების მიღებას დათანხმდა.