საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზანკალიანის განმარტებით, საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის განცხადება, თითქოს მან ლიტვაში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ეს არის ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში, მაია ფანჯიკიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია,”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, სამინისტრომ მაია ფანჯიკიძის ლიტვაში, თავისუფალი შეხვედრის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
დავით ზანკალიანის განმარტებითვე, საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა ან წერილი არც სომხეთის საელჩოსგან მიუღია.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაია ფანჯიკიძემ ლიტვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ “საქართველო მხარს უჭერს ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.”