მაგალითად, ვაკე-საბურთალოს ნაცვლად ვაკისა და საბურთალოს რაიონები იქნება, იგივე პრინციპით მოხდება სხვა რაიონების დაყოფაც.
“დაყოფის ეს პრინციპი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა, რადგან გამგეობის მომსახურების ცენტრები დაყოფის შემდეგ უკვე ორ რაიონს მოემსახურება”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
“აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს: ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტასა და დარეგულირებას, მასში მოსახლეობის ჩართულობის დონის უფრო ამაღლებას და, შესაბამისად, თბილისელების საზოგადოებრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ინტერესების კიდევ უფრო ეფექტურად დაკმაყოფილებას”.
მერიის ახალი ინიციატივა თბილისის მერმა გიგი უგულავამ საზოგადოებას დღეს გააცნო.
და ქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა.
ჯერ უცნობია, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ ინიციატივას თბილისის საკრებულოში.