ახალი ამბები

ria.ru: პაატა ბურჭულაძე პეტერბურგში მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს უხელმძღვანელებს

13 აპრილი, 2017 • 9613
ria.ru: პაატა ბურჭულაძე პეტერბურგში მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს უხელმძღვანელებს

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება, რომ პაატა ბურჭულაძე მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს უხელმძღვანელებს. სააგენტოს ცნობით, ეს ინფორმაცია მათ თეატრის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

ამ პოსტს ბურჭულაძე 2017 წლის 1 ივლისიდან დაიკავებს, ხოლო 18 აპრილს მას თეატრში წარადგენენ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე.

მიხაილოვის თეატრში ბურჭულაძე არა მხოლოდ საოპერო ჯგუფს უხელმძღვანელებს, არამედ ექნება გამოსვლები, როგორც ვოკალისტსაც.

ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე გასულ წელს საქართველოში სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც რამდენიმე სხვა პარტიასთან ერთად შექმნა საარჩევნო ბლოკი და მიიღო კიდეც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ამის შემდეგ მას სხვა პოლიტიკური აქტივობები აღარ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი