“ადამიანის უფლებები დარღვეული იქნებოდა მაშინ, როდესაც ნაჩვენებ კადრებში შესაძლებელი იქნებოდა პირთა ამოცნობა, იდენტიფიცირება. ხოლო, რადგან ასეთი რამ არ არის, ადამიანის უფლებების დარღვევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. “
კბილაშვილის განმარტებით, დამატებით სხვა მსგავსი ვიდეომასალის გამოქვეყნების საჭიროებას ვერ ხედავს.
“რადგან ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში არ ხდება პირთა იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში აზრს კარგავს 10 მსგავს ვიდეომასალას ნახავთ, თუ სამს.”
მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნული კადრების გამოქვეყნებითა და ინფორმაციის გავრცელებით პროკურატურამ ოპერატიული სამსახურები და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით დადგეგმილი დანაშაული გამოამჟღავნა.
“დამატებით კიდევ გეტყვით, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინით და ნახეთ, რომ ჩვენ ხელთ არის ინფორმაცია, რომელიც წინა რეჟიმის პირობებში იქნა დაგროვილი, რომელიც ასახავს ბევრი, მეტნაკლებად ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალებს. ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ სახელმწიფო მართვის მეთოდი იყო სისტემურად აცდენილი, როგორც კანონს, ასევე იმ ღირებულებებს, რაზეც საზოგადოება უნდა იდგეს. არავინ დავობს იმაზე, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს თავისი კონრეტული მიზანი, კონრეტული საქმმიანობის გეგმა და მართვის სტილი, მაგრამ აღიარებულია, რომ არ შეიძლება მიზნის მისაღწევად მართვის მეთოდად გამოყენებული იყოს ისეთი საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ზნეობრიობასთან,”- აცხადევს კბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის გუშინდელი განცხადებით, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.
აღნიშნულ ვიდეომასალებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოც ეხმაურება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ გავრცელებული ვიდეომასალიდან შესაძლებელია პირთა იდენტიფიცირება. ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება.