“ვაპროტესტებთ პოლიციის მხრიდან ზეწოლას 16 წლის პიანისტ ბექა გოჩიაშვილზე. ბექაზე ზეწოლა ნიშნავს იმას, რომ ხვალ მსგავსი მეთოდები გამოყენებული იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მასსავით ცნობილი არ არიან. მოვითხოვთ არასრულწლოვანზე ზეწოლაში მხილებული პოლიციელების თანამდებობიდან გათავისუფლებას და პასუხისგებაში მიცემას. გთხოვთ აქციის ყველა მონაწილეს თავი შეიკავოთ დროშების ფრიალისა და ”ჯოს” ძახილისგან”, – წერია ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების გვერდზე, რომელიც აქციას უწევს ორგანიზებას. ღონისძიების შემქნელია ტელეკომპანია “ტაბულას” თანამშრომელი ლექსო მაჭავარიანი.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა ბექა გოჩიაშვილი მისი მეგობრის ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. პიანისტმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *