ახალი ამბები

სააკაშვილმა მსოფლიო პატრიარქებს უმასპინძლა

11 იანვარი, 2013 •
სააკაშვილმა მსოფლიო პატრიარქებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსს, მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს და ილია მეორეს 10 იანვარს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.


შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. 

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სახელით საზეიმო ვახშამი გაიმართა, სადაც ამაღლების ტაძრის მგალობელთა გუნდისა და სოფო ნიჟარაძის მიერ ილია მეორის  შექმნილი საგელობელი – „წმინდაო ძლიერო“ შესრულდა, – იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი