ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 10 იანარს განაცხადა, რომ  „ყაზტრანსგაზ- თბილისთან“ ერთად ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

 


პროექტის პრეზენტაცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და კომპანია „ყაზტრანს-გაზ თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა ანი თაქთაქიშვილმა დღეს გამართეს.

პროექტის ფარგლებში, კომპანია თბილისის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების უფასოდ შემოწმებას სთავაზობს.

„ყაზტრანსგაზ- თბილისში“ შექმნილია ცხელი ხაზი (ტელ: 2 20 04 05), სადაც მოქალაქეებს კომპანიის საავარიო სამსახურის გამოძახება საცხოვრებელ სახლში 24-საათიან რეჟიმში შეეძლებათ.

სამინისტრო აცხადებს, რომ ზამთრის პერიოდში ხშირდება გაზის დანადგარების გაუმართაობით გამოწვეული უბედური შემთხვევები, ამიტომაც  კომპანიასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება ყველა ბიზნეს-ცენტრში შეიქმნას დამატებითი ბრიგადები, რომლებიც ცხელ ხაზზე შემოსულ თითოეულ ზარზე ოპერატიულად  რეაგირებას მოახდენენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *