ახალი ამბები

100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი თბილისის მერიისგან

9 იანვარი, 2013 • 1498
100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი თბილისის მერიისგან

სოციალურად დაუცველი ოჯახები კი, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა  აქვთ მინიჭებული,  250- ლარიანი  ვაუჩერით ისარგებლებენ.

 

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე  20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება.

 

თბილისში მცხოვრებ იმ 40 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს,  რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, კომუნალური გადასახადების დასაფარად სააბონენტო ანგარიშზე 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთანავე, პირად ანგარიშზე ისინი წლის განმავლობაში დამატებით   150 ლარს მიიღებენ, – იუწყება თბილისის მერია.

 

მერიის კომუნალური ვაუჩერი 8 ლარის და 40 თეთრის  თანაგადახდას დასუფთავების გადასახადზე, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე წყლის ტარიფის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.

 

თბილისის მერია იუწყება, რომ კომუნალური ვაუჩერის დარიცხვა მოქალაქეების სააბონენტო ანგარიშებზე უკვე დაიწყო.

კომუნალური ვაუჩერის პრეზენტაცია თბილისის მერმა თბილისის ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში სტუმრობისას მოაწყო – გიგი უგულავამ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, მათ 2013 წელი მიულოცა და კომუნალური ვაუჩერის შესახებ გაესაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი