ახალი ამბები

საქართველოში თოვა გაგრძელდება

9 იანვარი, 2013 •
საქართველოში თოვა გაგრძელდება

მანამდე კი კვლავაც თოვაა მოსალოდნელი მთელ საქართველოში. ამაღამ კვლავ ინტენსიური თოვა იქნება, თუმცა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება, განუცხადა ნეტგაზეთს სინოპტიკოსმა აზა გოგიბერიშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოდან. 

მისი ინფორმაციით, კვლავაც ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი გუდაური- კობის და სტეფანწმინდა – ლარსის გზის მონაკვეთზე.

სინოპტიკოსის ცნობით, ქარბუქი მოსალოდნელი აღარ არის.

ამჟამად საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს, ზოგან კი წვიმს.
თოვა თბილისში შუაღამისას დაიწყო. სინოპტიკოსები ინტენსიურ ნალექს თოვლის სახით თბილისში ამაღამაც ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი