ახალი ამბები

სერგეენკოს თქმით, მშობიარობა უფასო იქნება

8 იანვარი, 2013 • 3072
სერგეენკოს თქმით, მშობიარობა უფასო  იქნება

მისი თქმით მშობიარობა შედის დაზღვევის პაკეტში, რომელიც სხვა სერვისებთან ერთად მოიცავს უფასო მშობიარობასაც. 

“პირველი ივნისიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ეს დაჭირდება, უზრუნველყოფილი იქნება ამ სერვისის ანაზღაურებით, ანუ ეს იქნება პოლისის შემადგენელი ნაწილი”.

სერგეენკოს თქმით, საჭირო ფინანსები ჯერ დათვლილი არ არის და მასზე ექსპერტები მუშაობენ. მისი თქმით, დეტალები თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრამდე ამ თემაზე  7 იანვარს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა. დეპუტატმა თქვა, რომ  მშობიარობის ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი