საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტმა განკარგულებას დღეს 12 აპრილს, მოაწერა ხელი.
პრეზიდენტის შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან 4 ქალია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 62 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის- 3 ქალი; დანარჩენ 29 მსჯავრდებულს, რომელთაგან 1 ქალია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააცნო. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.