ახალი ამბები

შსს–მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

6 იანვარი, 2013 •
შსს–მ   იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

“აღნიშნულმა პირმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის აფეთქება სცადა.  სამართალდამცავებმა მისი ქმედება  დროულად  აღკვეთეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 ცალი „რგდ-5″-ის ტიპის ხელყუმბარა,  „აკ-74″-ის  მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 62  ვაზნა, „იჟ-17”  მოდელის 20 კალიბრიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 2  მჭიდი ამოიღეს”– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 

სამინისტროს ინფორმაციით,  სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს სენაკში მცხოვრები სერგეი ჩ, რომლის პირადი ჩხრეკისას  1  „რგდ-5″-ის  ტიპის ხელყუმბარა ამოიღეს.

 

“ზვიად მ. შემოწმდა სამეგრელო-ზემო სვანეთის  საექსპერტო- კრიმინალისტიკურ სამსახურში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დაკავების მომენტში ის  ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”– აღნიშნულია განცხადებაში. 

 

აღნიშნულ ფაქტზე სენაკის რაიონულ სამმართველოში ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს   საქართველოს  სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო, შეძენა, შენახვა) და 353-ე მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა). გამოძიებას  სენაკის რაიონული პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი