შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის გია ს. დააკავეს.

 

შსს–ს ცნობით, ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება  –  6,75 გრამი  “ჰეროინი” აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა,  რომ  დაკავებული  ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.  გია ს.  სამართალდამცველებმა ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გაირკვა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *