საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 4 იანვრის  11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება გმირ კურსანტთა ქუჩას.

 

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის ნაწილობრივი შეფერხებით მიეწოდება ქერჩის, გუდამაყრის, ბუაჩიძის, ჩარგლის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, იმერეთის, ზედაზნის, ზაზიშვილისა და გედევანიშვილის ქუჩებს, ასევე, სანზონის კორპუსებს,  ელიას დასახლებას და N1 სამშობიარო კლინიკას.

 

კონპანიის ცნობით, საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დილიდან დაიწყებენ.

 

” ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *