ახალი ამბები

შსს აცხადებს, რომ ჯანდარაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

29 დეკემბერი, 2012 •
შსს აცხადებს, რომ ჯანდარაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

სამინისტროს ინფორმაციით, 5 ადამიანია დაკავებული. როგორც შსს აცხადებს, ბოროტმოქმედებმა მამედოვების ოჯახიდან 16 ათას ლარამდე ფულადი თანხა და დიდი რაოდენობით ოქროს სამკაული წაიღეს. სამართალდამცავებმა ყაჩაღური დაჯგუფების ხუთივე წევრი მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” პუნქტით, რომლის თანახმადაც დამნაშავეებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი