ახალი ამბები

თბილისის უბნები 29–30 დეკემბერს წყალს შეზღუდვით მიიღებენ

29 დეკემბერი, 2012 •
თბილისის უბნები 29–30 დეკემბერს წყალს შეზღუდვით მიიღებენ

წყლის მიწოდების შეფერხება 28 დეკემბერს მაგისტრალური წყალდენის მცხეთის გზაზე, საგურამოს გადასახვევთან გამავალი მონაკვეთის დაზიანებამ განაპირობა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 1500 მმ-იანი მე-8 მაგისტრალური წყალდენის დაზიანების მიზეზი ქანების წონასწორობის რღვევით წარმოქმნილი მეწყერი გახდა.

აღნიშნულის გამო ორი დღის განმავლობაში წყალს შეფერხებით მიღებენ:  

ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და ნუცუბიძის ფერდობები, მთაწმინდა-სოლოლაკის ზედა უბნები, კრწანისის რაიონის ნაწილი, ზემოვერეს, ზემოვაკისა და ბაგების დასახლებები.  კოჯორი, წყნეთი, კიკეთი, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი  წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა  და ზაჰესის დასახლებები.

 

წყალი ასევე შესაძლებელია შეფერხებით მიიღოს გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII, მ/რაიონებმა, თემქის III მ/რაიონმა, მუხიანის სამხედრო, კონიაკისა და გლდანულას დასახლებებმა, სოფლებმა – გლდანმა და გიორგიწმინდამ , მუხიანის I, II, III მ/რაიონებმა და     სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმრომ.

დაზიანების ხარისხისა და  ადგილმდებარეობის სირთულის გათვალისწინებით, დაზიანების აღმოფხვრა, სავარაუდოდ, 30 დეკემბრის 22:00 საათისთვის გახდება შესაძლებელი. შესაბამისად, ჩამოთვლილ უბნებს წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში 30 დეკემბრის 23:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება. 

 

ამასთან, 30 დეკემბრის დილის 8 საათამდე წყალი შეწყვეტილი ექნება: ვარკეთილის  ზემო პლატოს  II  მიკრორაიონის  კორპუსებს, ჯავახეთისა და წულუკიძის ქუჩების ნაწილს, სამგორის  დასახლების  კორპუსებს .

 

30 დეკემბრის დილის 8 საათამდე წყალს შეზღუდვით მიიღებს: ვაზისუბნის  დასახლება და ვაზისუბნის მიკრორაიონები, მოსკოვის  გამზირი, ქინძმარაულისა  და მათი მიმდებარე ქუჩები.

„დაზიანების სალიკვიდაციოდ კომპანიის საავარიო ბრიგადები გუშინდლიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს“ –აცხადებენ კომპანიაში.  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი