ახალი ამბები

ბესელია: ეს არის პარლამენტი რომელსაც პრეზიდენტი თითს ვერ დაუქნევს

28 დეკემბერი, 2012 •
ბესელია: ეს არის პარლამენტი რომელსაც პრეზიდენტი თითს ვერ დაუქნევს

“პარლამენტმა ნამდვილად უნდა იამაყოს, რომ ეს არის პარლამენტი, რომელსაც პრეზიდენტი თითს ვერ დაუქნევს, თავის ჭკუაზე ვერ ატარებს, ეს არის პარლამენტი, რომელსაც აქვს თავისი ძალა, ღირსება, თავმოყვარეობა, დაიცვას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დაიცვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ღირსება და დაიცვას ჩვენი და დაიცვას ჩვენი ქვეყანა იმ სირცხვილისაგან, რომელიც სააკაშვილის გამო ქვეყანას 9 წელიწადია გადააქვს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

ეკა ბესელიამ იმ ოჯახებს მიულოცა, ვისი წევრებიც ამ კანონის მიღების შემდეგ საპატიმროებს დატოვებენ:

 

“მე ვულოცავ პირველ რიგში ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იყო მიღებული ყველა ეს გადაწყვეტილება, ათასობით ოჯახს და ვულოცავ პარლამენტსაც, რომ ის არის შემდგარი და ნამდვილად გამოხატავს ხალხის ნებას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს, 28 დეკემბერს, 91 ხმით დაძლია ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს დაადო.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი