ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქცია ბაქოში ევროინტეგრაციის მოთხოვნით და “დინასტიური ხელისუფლების” წინააღმდეგ

10 აპრილი, 2017 •
აქცია ბაქოში ევროინტეგრაციის მოთხოვნით და “დინასტიური ხელისუფლების” წინააღმდეგ

2017 წლის 8 აპრილს ბაქოში ოპიზიციურ ძალთა და მათ მხარდამჭერთა სანქცირებული საპროტესტო აქცია გაიმართა.  მოქალაქეებმა აქციაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აზერბაიჯანის ევროინტეგრაცია, კორუფციასთან ბრძოლა მოითხოვეს. ასევე, აქციაზე უარი თქვეს ქვეყანაში ავტორიტარიზმსა და  “დინასტიურ ხელისუფლებაზე”.

აქციაზე გაკეთებული განცახდებების შესახებ გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს.

პარტია სახალხო ფრონტის ლიდერმა, ალი ქერიმლიმ თავის გამოსვლაში პოლიტპატიმრების შესახებ ისაუბრა:

“აქ დღეს ვხედავ პოლიპატიმრების პორტრეტებს, რომელთაგან უმეტესობა ადრე ჩვენთან ერთად მონაწილეობდა კორუფციისა და უკანონობის წინააღმდეგ აქციებში. ეს ადამიანები დააკავეს იმის გამო, რომ ისინი უსამართლობის წინააღმდეგ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოდნენ”.

ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება “დინასტიურ ხელისუფლებას” ამყარებს.

“სამუდამოდ უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა. ამის გამო აზერბაიჯანში განადგურებულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, პარლამენტარიზმი, სიტყვის და პრესის თავისუფლება. ყველაფერი იმისთვის კეთდება, საზოგადოებაში შიში გაჩნდეს, რომ არ იყოს წინააღმდეგობები რეჟიმის წინააღმდეგ და უკონტროლოდ შეძლონ ქვეყნის საყოველთაო სიმდიდრის განკარგვა,” – განაცხადა ალი ქერიმლიმ.

“დემოკრატიას ლანგარზე არავინ მოგვართმევს. ზოგიერთი ადამიანი ირონიითაა განწყობილი ჩვენი ბრძოლის მიმართ და მას უაზროს უწოდებს. მართლაც, ჩვენ ჯერ ვერ შევძლებთ რეჟიმის შეცვლას. თუმცა მათ, ვინც ასეა განწყობილი, იციან, რომ სწორედ ჩვენი ბრძოლის წყალობით აზერბაიჯანი უზბეკეთადად, თურქმენეთად არ იქცა. ჩვენი ბრძოლის წყალობით ჯერ კიდევ ეწინააღმდეგებიან ავტორიტარიზმს და კიდევ რჩება რამდენიმე ოპოზიციური მედია და უფლებადამცველთა მოძრაობები”, – განაცხადა დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს სააკოორდინაციო საბჭოს წევრმა, გიულტეკინ გაჯიბეილიმ.

8 აპრილი, შაბათი დღე, ხელისუფლებამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში სამუშაო დღედ  გამოაცხადა.

აქცია ბაქოში, 7.04.2017; photo: kavkazskii uzel

აქცია ბაქოში, 7.04.2017; photo: kavkazskii uzel

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი