ახალი ამბები

ბაზარი წინასაახალწლოდ

28 დეკემბერი, 2012 • • 2733
ბაზარი წინასაახალწლოდ

“ჯერჯერობით არაა იმდენი ხალხი, რამდენსაც ველოდებით, შაბათ-კვირას ველოდებით უფრო დიდ ვაჭრობას”,-ამბობს ხორცეულის ერთ-ერთი გამყიდველი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

დეზერტირების ბაზარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე დიდი რაოდენობით გამოტანილია: ღორის, ძროხის, ქათმის, ინდაურის ხორცი, სხვადასხვა სახის თევზეული.

 

ღორის თავიდან დაწყებული, რომლის ფასიც კილო რვა ლარია, ფეხებამდე დამთავრებული, ყველა ნაწილის ყიდვაა შესაძლებელი. 1 კგ ღვიძლი 5-6 ლარი ღირს, ღორის ფეხები -5 ლარი.

 

როგორც ღორის, ასევე ძროხის ხორცის საშაუალო ფასი ბაზარში 9-10 ლარია. 5 -კილოგრამიანი გოჭების საშაულო ფასი 50 ლარია. საშუალო ზომის ინდაურიც 50 ლარი ღირს. პატარა ზომის ქათმის ყიდვა 7 ლარადაა შესაძლებელი. ყველაზე იაფი თევზეულია. ერთი კილოგრამი თევზის ფასი 4-5 ლარია. თუმცა ე.წ. ზვიგენის ყიდვის შემთხვევაში 400 ლარის გადახდა მოგიწევთ. ზვიგენი გიგანტური ზომის თევზია, რომელიც 20 კილოგრამს იწონის. ის ბაზარში მხოლოდ ერთი ცალია და დამთვალიერებლების რაოდენობასაც არ უჩივის. გიგანტური თევზების გვერდით 5-6 კგ-იანი თევზებიც მრავლადაა.

 

თევზი
თევზი

 სხვადასხვა სახეობის ყველის გამყიდველები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ყველი არ გაძვირებულა. ერთი კილოგრამი იმერული ყველის ფასი 6-8 ლარია.

 

“გაძვირებული იმდენად არაა, რამდენადაც ბევრი რამის ყიდვა გვიწევს და ერთდროულად ყველაფრის ყიდვა ძვირი გვიჯდება”,-ამბობს ერთ-ერთი მყიდველი.

 

საახალწლოდ 1 კგ ნიგვზის ფასი 20 ლარია. ერთი ჭიქა სხვადასხვა სახის სუნელები 1 ლარი ღირს. ჩურჩხელების ღირებულება 1.5 -დან იწყება და 2.5-მდე მერყეობს.  1.5 -იდან იწყება სხავდასხვა სახეობის ჩირის თუ ტყლაპის ფასები.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი