ახალი ამბები

ქუთაისის მერიასთან ყუთის განნაღმვა დასრულდა

28 დეკემბერი, 2012 • • 1098
ქუთაისის მერიასთან ყუთის განნაღმვა დასრულდა

იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, ყუთის გაუვნებელყოფა 5 წუთის წინ დასრულდა.

ამ დროისათვის გამნაღმველთა ჯგუფი ადგილზე მუშაობას ისევ განაგრძობს. მიმდინარეობს აღმოჩენილი მოწყობილობის ფოტოგადაღება და მისი ფრაგმენტების ანალიზი.

ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია

იმერეთის გუბერნატორის, ვახტანგ ბალავაძის ავტომანქანასთან შენობის დაცვის სამსახურმა საეჭვო ყუთი დღეს დილის საათებში შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. გამნაღმველთა ჯგუფი საეჭვო საგანის გაუვნებელყოფის პროცესს ამ დრომდე ახორციელებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი