ახალი ამბები

სკოლის დირექტორების სტანდარტს სამინისტრო დააწესებს

28 დეკემბერი, 2012 •
სკოლის დირექტორების სტანდარტს სამინისტრო დააწესებს

“ვინ უნდა  იყოს სკოლის დირექტორი და როგორი უნდა იყოს, ეს უნდა განსაზღვროს სამინისტრომ. სამინისტრომ უნდა განსაზღვროს ამ ადამიანის სტანდარტი, მისი კვალიფიკაცია და მენეჯერული უნარები. მაგრამ 4-5 ადამიანიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, კონკრეტულად რომელი უნდა დაიშნოს სკოლის დირექტორად, ჩემი აზრით, ეს სამინისტროს გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს. ამას უნდა ახორციელებდეს სასკოლო უბნები. ადგილობრივი საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა იყოს,- შენ თუ არ შეარჩევ საუკეთსოს ამ 4 ადამიანიდან, ეს აისახება შენი შვილის განათლებაზე და შენ ეს უნდა იცოდე,”- აცხადებს მინისტრი ტელეკომპანია მაესტროსთან საუბრის დროს. 

 

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება მისი მხრიდან ჯერ ნაადრევი იყო, ვინაიდან სამინისტრო ამ საკითხის დამუშავების პროცესშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი