ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ციხიდან ჯაშუშების გამოშვების წინააღმდეგი ვარ

28 დეკემბერი, 2012 • 1065
ირაკლი ღარიბაშვილი: ციხიდან ჯაშუშების გამოშვების წინააღმდეგი ვარ

“თუ ქვეყნის ინტერესებს შეეხება საქმე, ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ძალინ პრინციპულები. დიახ, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ნარკორეალიზატორები. ჩვენ, უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხავავებული პოზიცია გვქონდა. მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ჯაშუშები, ეს არის გახმაურებული თემა. მიმაჩნია, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე,”- განაცხადა მინისტრმა.

 

შს მინისტრის პოზიცია საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას კიდევ ერთ საკითხში დაემთხვა. ღარიბაშვილის განცხადებით, ამნისტია არც პედოფილებს უნდა შეეხოს.

 

“პედოფილიაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან მძიმე დანაშაული. პირადად მე ასეთ ადამიანებს, ალბათ, არ გამოვუშვებდი ციხიდან,”- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის გარკვეულ ნაწილზე საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 27 დეკემბერს ისაუბრა და თქვა, რომ მას ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი