ახალი ამბები

ივანიშვილის ოჯახის რჩეული ბრენდები

27 დეკემბერი, 2012 • 974
ივანიშვილის ოჯახის რჩეული ბრენდები

მაგალითად, “შანელში” ხვედელიძემ 125 739 ევროს ღირებულების საქონელი შეიძინა, “კრისტიან დიორში” – 82 520 ევროს ღირებულების. “ჰუგო ბოსში” პრემიერ-მინისტრის მეუღლის ხარჯებმა 42 915 ევრო შეადგინა, “კენზოში” კი – 39 140 ევრო.

 

ამას გარდა, ეკატერინა ხვედელიძემ გასულ წელს დაახლოებით 170 ათასი ევრო, 263 ათასი დოლარი და რამდენიმე ათეული ათასი ლარი დახარჯა სხვადასხვა სახის საქონლის შესაძენად.

 

რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრს, მან “LOUIS VUITTON”-ში 22 225 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა გასულ წელს, 6 287 ლარის – “YVES SAINT LAURENT”-ში, 4 311 დოლარის – “GIORGIO ARMANI”-ში, 2203 დოლარის – “DOLCE”-ში.

 

ამას გარდა, ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს დაახლოებით 32 ათასი აშშ დოლარი და 20 ათას ლარამდე დახარჯა სხვადასხვა სახის საქონლის შესაძენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი