ახალი ამბები

ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

27 დეკემბერი, 2012 • • 4081
ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს შორის მითითებული არ არის მისი უფროსი შვილი – უტა ივანიშვილი. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ივანიშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის ბიძინა და ბერა ივანიშვილები, ასევე ეკატერინე ხვედელიძე, ფლობენ 50–მდე მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში: საჩხერეში, ჭორვილაში, ნატანებში, თბილისში, ასევე რუსეთის ფედერაციაში. ივანიშვილები ასევე ფლობენ, ჯამში, 51 საცხოვრებელ სახლსა და არასაცხოვრებელ ფართს, რომელთა უმრავლესობა რეგისტრირებულია ბერა ივანიშვილის სახელზე.

 

ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის არც ერთი ავტომობილი, რომელსაც ივანიშვილების ოჯახი ფლობს.

 

ბიძინა ივანიშვილი ფლობს შემდეგი კომპანიების ობლიგაციებსა და აქციებს: Raptor Pharmaceuticals Corp, Investec Global Strategy Fund, PIMCO Funds GIS Plc, Goldman Sachs Group, Equifax Inc Shares და სხვა კომპანიებში, რომელთა ჯამური რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 50–ს აჭარბებს.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ფლობს ტექნოლოგიური გიგანტის, Google–ის 2000 აქციას, თითოეულის ღირებულება 754 აშშ დოლარია. ივანიშვილის კუთვნილებაშია მსოლფიო ჰიპერმარკეტების ქსელის, კარფურის 30 ათასი აქცია, თითოეულის ღირებულება კი 19.81 ევროა. ბიძინა ივანიშვილის ასევე ფლობს კომპანია სიმენსის 7 500 და Citigroup–ის 7 500 აქციას.

 

პრემიერ–მინისტრის ოჯახს 2011 წლის მანძილზე კომუნალურ მომსახურებაში, ჯამში, გადახდილი აქვს 163 700 ლარი.

 

დეკლარაციის მიხედვით, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ 45 ფიზიკური პირისთვის დახმარების სახით, ჯამში, 731 430 ლარია გაცემული. 

 

ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს 2011 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სასტუმროებში გადახდილი აქვთ 195 ათას აშშ დოლარამდე. მათ თანხა დახარჯული აქვთ შემდეგ სასტუროებში:WESTIN NY AT TIMES SQUARE, STK MIAMI, MONTAGE BEVERLY HILLS,  MANDARIN ORIENTAL MIAMI, LUXE HOTEL SUNSET BLVD, FOUR SEASONS HOTELS-LA, EMPIRE HOTEL, BEVERLY WILSHIRE HOTEL და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი