ახალი ამბები

ბათუმის აეროპორტში ‘კანონიერ ქურდი’ დააკავეს

28 დეკემბერი, 2012 • 973
ბათუმის აეროპორტში ‘კანონიერ ქურდი’ დააკავეს

“კახაბერ ტფილისსკი” ქართველი სამართალდამცველების მიერ 1998 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქციის)  104-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) მე-7 პუნქტით და 152-ე (ყაჩაღობა) მუხლის მე-2 ნაწილის 1,4,5 პუნქტებით იძებნებოდა.  

 

1997 წლის 30 ივნისს მან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, პ. ბაგრატიონის ქუჩაზე ვიტალი ნადირაძის ბინა დააყაჩაღა. დამნაშავეებმა დაზარალებულის სახლიდან 22 დასახელების აუდიო-ვიდეოტექნიკა  და ტანსაცმელი გაიტაცეს. ყაჩაღობიდან ორ თვეში, კრიმინალური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ბახმაროს ქუჩაზე  ყაჩაღობის მიზნით კუჩხალიდისების ბინაში შეიჭრა, რა დროსაც მისმა თანამზრახველმა ბინაში მყოფ უშიშროების სამსახურის ოფიცერს „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

 

“კახაბერ ტფილისსკი” პასუხისმგებლობაში 1998 წელს დაუსწრებლად მიეცა. ის წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა და არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა. დაკავებული ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაშია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი