ახალი ამბები

თბილისის მერია: ფუნიკულიორი აღდგა

27 დეკემბერი, 2012 • 1296
თბილისის მერია: ფუნიკულიორი აღდგა

“თბილისის მერიამ ფუნიკულიორის ისტორიული სამთო-საბაგირო გზის რეაბილიტაცია განახორციელა.  აღდგა ისტორიული ფუნიკულიორი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭონქაძის ქუჩასა და მთაწმინდის პარკში არსებულ სადგურებს. 500 მეტრის სიგრძის გზა თანამედროვე სტანდარტების შესამისად მოეწყო, ლიანდაგებზე შვეიცარიული წარმოების, თანამედროვე დიზაინის, კომფორტული ორი ვაგონი იმოძრავებს. თითოეული ვაგონი   უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი და 3 წუთში ჭონქაძის ქუჩას მთაწმინდის პარკთან აკავშირებს. თითო ვაგონით ერთდროულად 60 ადამიანი ისარგებლებს. განხორციელებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვლიერა,” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

 

ფუნიკულიორი
ფუნიკულიორი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი