ახალი ამბები

ხიდაშელის ინიციატივა ბაღებში გადასახადის გაუქმებაზე

27 დეკემბერი, 2012 • • 927
ხიდაშელის ინიციატივა ბაღებში გადასახადის გაუქმებაზე

“ინიციატივაში, რომელსაც ხვალ მე  დავარეგისტრირებ, იქნება კატეგორიული ჩანაწერი ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში და მოსაკრებლების სისტემის შესახებ კანონში, რომელიც იქნება დამატება და იტყვის, რომ დაუშვებელია რაიმე სხვა ტიპის საფასურის შემოღება საბავშო ბაღებში”, – განუცხადა თინა ხიდაშელმა ნეტგაზეთს.

 

დეპუტატის თქმით, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებით დაუშვებელი იქნება სხვადასხვა კომუნალური გადასახადების ერთმანეთზე მიბმა.

 

“საქართველოში ამწუთას  მოქმედებს სამი კანონი, რომლითაც ეს რეგულირდება. ეს არის ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ და დედაქალაქის შესახებ კანონი. ცვლილება შედის ამ ორ კანონში. უქმდება ის ცვლილება, რომელიც 2011 წელს შევიდა დედაქალაქის შესახებ  კანონში, რის საფუძველზეც საკრებულომ ეს უფლებამოსილება მიანიჭა სკუთარ თავს”, – აცხადებს თინა ხიდაშელი. მისივე ცნობით, ამ კანონის მიღების შემდეგ ვერც ერთი თვითმმართველი სუბიექტი ვერ შეძლებს კომუნალური გადასახადების ერთმანეთზე მიბმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი