ახალი ამბებიფოტო

GPB-ს 30 ახალ თანამშრომელზე თვეში 76950 ლარი იხარჯება

7 აპრილი, 2017 • 7342
GPB-ს  30 ახალ თანამშრომელზე თვეში 76950 ლარი იხარჯება

საზოგადოებრივი მაუწყებლის 30 ახალ თანამშრომელზე, რომელიც არხმა 2017 წლის 6 იანვრის შემდეგ დაიქირავა, თვეში 76 ათასზე მეტი ლარი იხარჯება. ეს ინფორმაცია და ინფოგრაფიკა “ნეტგაზეთს” მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა და 4 მარტს მიიღო.

ამ მონაცემების მიხედვით, მაუწყებლის იმ  63  თანამშრომლის ჯამური სახელფასო ანაზღაურება, რომლებიც არხზე მანამდეც მუშაობდნენ და კონტრაქტები გაუგრძელეს,  82812 ლარია.

არხის ახალი მენეჯმენტი, თანხების დაზოგვის მიზნით, 2019 წლამდე  საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა გადაცემის დახურვას გეგმავდა.

ინფოგრაფიკა ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ანაზრაურების ოდენობას. ავტორი: სულხან სალაძე, წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ინფოგრაფიკა ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ანაზრაურების ოდენობას. ავტორი: სულხან სალაძე, წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი