ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს

27 დეკემბერი, 2012 •
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს

“უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსნებთ ჩვენი ორგანიზაციის ამ ღონისძიებაზე მიწვევისათვის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 22 დეკემბერს დაგეგმილი იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება, ჩვენი წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ გუდაურის შეხვედრას, რომელსაც ქარტიის საბჭოს წევრი, გელა მთივლიშვილი, დაგვიანებით შეუერთდა. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სრულყოფილად მასში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის წარმოჩენა.

 

მიგვაჩნია, რომ პროფესიული ნიშნით მონიტორინგის ჯგუფიდან ჟურნალისტების გამორიცხვა არ არის დასაბუთებული, რადგან ისინი გამოხატავენ მზადყოფნას დააკმაყოფილონ ყველა ის მოთხოვნა და ფორმატი, რომელიც დადგინდება მონიტორინგის ჯგუფის წევრებისათვის.

 

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფში არ უნდა მოხდეს წევრთა პროფესიული ნიშნით დიფერენცირება.

 

ქარტია გამოხატავს მზადყოფნას, დამატებით ითანამშრომლოს სამინისტროსა და სამუშაო ჯგუფთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის მიერ დღეს, 27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი