BBC-ის ინფორმაციით, სტოკჰოლმში, დროტნინგატანის ქუჩაზე, რომელიც ფეხით მოსიარულეთა ქუჩაა და პოპულარულ ტურისტულ ადგილს წარმოადგენს, სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა.

“გარდიანის” ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, ასევე არიან დაშავებულები. მათივე ცნობით, ავტომობილი სავაჭრო ცენტრს შეეჯახა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლუევენი განცხადებას აკეთებს სტოკჰოლმში თავდასხმის შემდეგ. სტოკჰოლმი, 7 აპრილი, 2017 ფოტო: EPA/THOMAS JOHANSSON SWEDEN OUT

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის თავდასხმა ქვეყანაზე და აღნიშნა, რომ “ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ტერორისტული აქტი”.

მისივე თქმით, დაკავებულია ერთი პირი, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

თვითერზე გავცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ გამორბის ხალხი მომხდარის ადგილიდან.

 

‘ EPA/JESSICA GOW SWEDEN OUT
EPA/ANDERS WIKLUND SWEDEN OUT
პოლიციის ვერტმფრენები დაფრინავენ სტოკჰოლმში თავდასხმის შემდეგ , 07 April 2017. EPA/NOELLA JOHANSSON SWEDEN OUT

საქართველოს საგარეო უწყებამ მოუწოდა სტოკჰოლმში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ხალხმარავლ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭირობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს.

სტოკჰოლმში  მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428


ნახეთ: → ტერორიზმი: ავტომანქანებით თავდასხმების ქრონოლოგია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *